მთავარი / ახალი ამბები 1 წთ კითხვა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები

Goneba.cc რედაქცია

08.11.2026

ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები

იაპონიაში ერთი დღის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 5.7 მაგნიტუდის იყო. შედეგად, აიჩისა და შიზუოკის პრეფექტურებში 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით ღამის 01:04 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი შიზუოკის პრეფექტურის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით 40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. მიწისძვრებზე რეაგირებისა და ვითარების მართვის მიზნით იაპონიის ცენტრალურმა მთავრობამ სპეციალური საკოორდინაციო ოფისი შექმნა.

გარდა ამისა, კვირას, დილის 10:53 საათზე 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში.

მიწისძვრის ინტენსივობამ კუმამოტოს, უტოსა და უკის ქალაქებში 4 მაგნიტუდის დონეს მიაღწია.

რატომ აქვს ჭურჭლის ღრუბელს სხვადასხვა ფერი - საიდუმლო, რომელზეც დიასახლისების უმეტესობას არ უფიქრია

„თუ ბიჭის მშობელი ხართ, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახოთ“ - უროლოგი დავით ქოჩიაშვილი მშობლებს აფრთხილებს

5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება

უძლიერესი სამი ლოცვა, რომლის წაკითხვას წმინდა მამები რთულ წუთებში გვირჩევენ