უახლესი სიახლეები

სიახლე 07.11.2026

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა. სწავლება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. საველე კომპონენტის აღსრულების ფაზა ტყიბულისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი დივერსიული აქტების შედეგების ლიკვიდაციას, ხანძრის ქრობასა და მოსახლეობის ევაკუაციას ითვალისწინებდა. სწავლების ფარგლებში, ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კრიზისის რაიონის იზოლირება, დივერსიული აქტის აღკვეთა, ხანძრის ქრობა, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავიძეგლების ევაკუაცია განახორციელეს. სწავლებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსსასაზღვრო პოლიციის ავიაციაც. თიანეთის მუნიციპალიტეტში გამართულ დასკვნით საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სწავლების მთავარ მიზანს სხვადასხვა კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწა, ურთიერთთავსებადობის გაზრდა და კრიზისებზე ეფექტური რეაგირება წარმოადგენდა. „პარტნიორი-2026“-ში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობისა და სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. წვრთნებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა, კულტურის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. „თუ ბიჭის მშობელი ხართ, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახოთ“ - უროლოგი დავით ქოჩიაშვილი მშობლებს აფრთხილებს 2027 წლიდან ხელფასები იზრდება! - ვის შეეხება ცვლილებები სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ უძლიერესი სამი ლოცვა, რომლის წაკითხვას წმინდა მამები რთულ წუთებში გვირჩევენ

სიახლე 07.11.2026

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ. პარიზულ კლუბს 12 რეკორდი დაუფიქსირდა, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველ ვარსკვლავს ეკუთვნის. ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპზე საგოლე მოქმედებების (გოლი + საგოლე გადაცემა) ყველაზე ხანგრძლივი სერია ჰქონდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზედიზედ შვიდ მატჩში მოახერხა გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა. შთამბეჭდავია პარიზული კლუბის სხვა რეკორდებიც. „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 45 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გუნდმა ტურნირის ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა – 2025 წელს „ინტერი“ 5:0 დაამარცხა. პარიზელები ლიგა 1-ის ყველაზე მეტი ტიტულის (14) მფლობელებიც არიან. ამასთან, მათ საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 96 ქულა დააგროვეს. ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემის რეკორდი ვიტინიას ეკუთვნის – 1602. ლიგა 1-ში ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული კი მარკინიოსს აქვს მოპოვებული – 11. გარდა ამისა, გინესის რეკორდების წიგნში პარიზული კლუბის შემდეგი მიღწევებიც მოხვდა: ლიგა 1-ში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 36 მატჩი ლიგა 1-ში გასვლით შეხვედრებში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 39 მატჩი ლიგა 1-ის ერთ სეზონში ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებათა სერია – 14 მატჩი ლიგა 1-ში ერთი ფეხბურთელის ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – ფაბიან რუისი, 51 მატჩი  

სიახლე 07.11.2026

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. "შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი. დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლე 07.11.2026

როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში – რას უნდა ველოდოთ თვის განმავლობაში

ნოემბერში საქართველოში შემოდგომის ამინდი თანდათან ზამთრისთვის დამახასიათებელი ტემპერატურით შეიცვლება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, თვის განმავლობაში ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 1 გრადუსით მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ დღეებში საგრძნობლად აცივდება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქართლის დაბლობზე +7-დან +10 გრადუსამდე, კახეთში კი +8-დან +9 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ცალკეულ დღეებში დღისით ტემპერატურამ შესაძლოა +20-დან +24 გრადუსამდე მოიმატოს, ღამის საათებში კი შიდა ქართლში -3-დან -6 გრადუსამდე დაეცეს. დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი ამინდი შენარჩუნდება. კოლხეთის დაბლობზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა +12-დან +14 გრადუსამდე იქნება. ცალკეულ დღეებში დღისით ტემპერატურა შესაძლოა +22-დან +25 გრადუსამდე გაიზარდოს. რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რეგიონებს, მთაში საშუალო ტემპერატურა +9-დან +10 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში კი +4-დან +5 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა მთიან რაიონებში შესაძლოა მინუსებშიც გადავიდეს. ნალექების რაოდენობა ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. შედარებით მეტი ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნოემბრის მეორე ნახევარში ღამის ტემპერატურის კლების ტენდენცია უფრო შესამჩნევი გახდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რეგიონებში.

სიახლე 07.11.2026

„ტკივილი სიტყვებით ვერ აიხსნება…“ - სკოლის მოსწავლე ავარიას ემსხვერპლა

5 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომლითაც თანასოფლელი ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, გზაზე რამდენჯერმე მოცურდა, რის შემდეგაც გადაბრუნდა. დაშავებულები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩხუტუნეთის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, გიორგი ძნელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გიორგი კლინიკაში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „დღეს სიტყვებს ვერ ვპოულობ… დაგვეღუპა ჩვენი მეთერთმეტე კლასელი - ბიჭი, რომელიც ჩვენს თვალწინ, ჩვენს ხელში გაიზარდა. ჩვენი პატარა ბიჭი, რომელიც დღეს უკვე დიდი ბიჭი უნდა ყოფილიყო და თავისი ცხოვრების გზაზე უნდა წასულიყო… ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ აღარ შეგვხვდები, გიო, სკოლაში, აღარ მოგვესალმები და აღარ და ვეღარ დაგინახავთ იმ ნაცნობი თვალებით… ჩვენთვის, მასწავლებლისთვის, ყველაზე მძიმეა, როცა მის თვალწინ გაზრდილ მოსწავლეს ემშვიდობება. ეს ტკივილი სიტყვებით ვერ აიხსნება… შენი ადგილი ყოველთვის დარჩება ჩვენს გულში და ჩვენს მოგონებებში. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, ჩვენო ბიჭო… ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს, შენს ოჯახს კი მისცეს ძალა ამ უდიდესი ტკივილის გასაძლებად. მშვიდობით, ჩვენო მოსწავლევ… ჩვენო საყვარელო ბიჭო. ძალიან ადრე დაგვტოვე“, - წერენ სოციალურ ქსელში.

სიახლე 07.11.2026

„ეს უსაზღვრო მონატრება რით უნდა მოვიკლათ...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

თბილისში, ტრაგიკულად დაღუპულ 25 წლის ახალგაზრდას გლოვობენ. „ჩემო ტუკა… ჩემო გულო, ჩემო პირველო ნათლულო… 25 წლის წინ დაიბადე და იმ დღიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდი. დაბადებიდან ერთად მოვდიოდით, შენს გაზრდას ვუყურებდი, შენს თითოეულ სიხარულს ვიზიარებდი და შენი ყოველი მიღწევით უსაზღვროდ ვამაყობდი. სულ სიამაყით ვაზიარებდი შენს წარმატებებს, რადგან შენ ჩემი განსაკუთრებული ბიჭი იყავი… ვინ იფიქრებდა, რომ დადგებოდა დღე, როცა შენს ფოტოს სიამაყით კი არა, ცრემლებითა და გულისტკივილით გავაზიარებდი… ვინ იფიქრებდა, რომ შენი 25 წლის იუბილე შენი უკანასკნელი დღე იქნებოდა ამქვეყნად… 25 წლის წინ მოევლინე ამ სამყაროს, 25 წლის იუბილეზე კი ცაში გაფრინდი… დაბადება და გამოსამშვიდობებელი ერთი დღე… ღმერთო, რა სასტიკია ეს რეალობა… როგორ უნდა დავიჯერო, რომ ვეღარ დაგინახავ, ვეღარ ჩაგეხუტები, ვეღარ გეტყვი, როგორ მიყვარხარ? ეს უსაზღვრო მონატრება რით უნდა მოვიკლათ? როგორ უნდა შევეგუოთ შენს გარეშე ცხოვრებას? ნათლიას გულში ყოველთვის ის პატარა ბიჭი დარჩები, რომლის დაბადებიდანაც მისი ცხოვრების ნაწილი იყავი. დღეს კი მხოლოდ მოგონებები, შენი ღიმილი და უთქმელი სიტყვები დამრჩა… ჩემო ნუკრი, ნეტავ კიდევ ერთხელ შემეძლოს შენთვის მეთქვა, როგორ ვამაყობდი შენით და როგორ ძალიან მიყვარდი… არ გემშვიდობები, ჩემო ბიჭო… უბრალოდ ვეღარ მოგწვდები ხელით, მაგრამგულით ყოველთვის ჩემთან ვიქნები გაფრინდა ჩემო ანგელოზო… ნათლიას პირველი ნათლული მიყვარხარუსასრულობამდე…“, – წერს სოციალურ ქსელში ნორკა გოგსაძე.

სიახლე 07.11.2026

რამდენ ლარად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5955 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9145 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0147 ლარი შეადგინა.

სიახლე 06.11.2026

გარდაიცვალა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართველი...

სიახლე 06.11.2026

„ჩემკენაც ისროდნენ, მანქანიდან გადმოვხტი...“ – რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც ქორწილში ორი ძმა თვალწინ მოუკლეს

  კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობას გადარჩენილი მესამე ძმა იხსენებს. მისი თქმით, თავდამსხმელმა მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მამაკაცი ამბობს, რომ თავდამსხმელი მის მიმართულებითაც ისროდა, თუმცა ტყვია არ მოხვედრია. „ავტომატიდან სროლა დაიწყო. ერთი ძმა იქით გაიქცა, მეორე კი აქ დარჩა. ორივეს ესროდნენ, ორივეს ბოლომდე უსწორდებოდნენ. მე მანქანიდან გადმოვხტი. ჩემკენაც ისროდნენ, მაგრამ ტყვია არ მომხვედრია. უბრალოდ, დავეცი. არც კი ვიცი, ვერც კი წარმომიდგენია, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ აქ მეზობლები ვართ, რამდენი წელია, ერთად ვცხოვრობთ“, – ამბობს მესამე ძმა, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. თანასოფლელმა მათ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი თავდასხმას თავი დააღწია. შსს-მ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი.  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სიახლე 06.11.2026

კახეთში ორი ძმა მოკლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. ინფორმაციას„მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით, თანასოფლელმა ქორწილში მიმავალ სამ ძმას ცეცხლი გაუხსნა. ორი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი გადარჩა. არაოფიციალური ინფორმაციით ბრალდებული დაკავებულია. დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება. „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

სიახლე 06.11.2026

„ჩემკენაც ისროდნენ, მანქანიდან გადმოვხტი...“ – რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც ქორწილში ორი ძმა თვალწინ მოუკლეს

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობას გადარჩენილი მესამე ძმა იხსენებს. მისი თქმით, თავდამსხმელმა მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მამაკაცი ამბობს, რომ თავდამსხმელი მის მიმართულებითაც ისროდა, თუმცა ტყვია არ მოხვედრია. „ავტომატიდან სროლა დაიწყო. ერთი ძმა იქით გაიქცა, მეორე კი აქ დარჩა. ორივეს ესროდნენ, ორივეს ბოლომდე უსწორდებოდნენ. მე მანქანიდან გადმოვხტი. ჩემკენაც ისროდნენ, მაგრამ ტყვია არ მომხვედრია. უბრალოდ, დავეცი. არც კი ვიცი, ვერც კი წარმომიდგენია, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ აქ მეზობლები ვართ, რამდენი წელია, ერთად ვცხოვრობთ“, – ამბობს მესამე ძმა, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. თანასოფლელმა მათ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი თავდასხმას თავი დააღწია. შსს-მ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი.  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სიახლე 06.11.2026

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის 6 ნოემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის 6 ნოემბრისთვის (განახლებული მონაცემები საქართველოს ეროვნული ბანკი-ზე):  1 აშშ დოლარი (USD): 2.5955 ლარი  სრული და განახლებული ვალუტების კურსების სანახავად ან კონვერტაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოს ეროვნული ბანკი (ვალუტის კურსები). 

სიახლე 05.11.2026

როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში – რას უნდა ველოდოთ თვის განმავლობაში

ნოემბერში საქართველოში შემოდგომის ამინდი თანდათან ზამთრისთვის დამახასიათებელი ტემპერატურით შეიცვლება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, თვის განმავლობაში ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 1 გრადუსით მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ დღეებში საგრძნობლად აცივდება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქართლის დაბლობზე +7-დან +10 გრადუსამდე, კახეთში კი +8-დან +9 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ცალკეულ დღეებში დღისით ტემპერატურამ შესაძლოა +20-დან +24 გრადუსამდე მოიმატოს, ღამის საათებში კი შიდა ქართლში -3-დან -6 გრადუსამდე დაეცეს. დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი ამინდი შენარჩუნდება. კოლხეთის დაბლობზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა +12-დან +14 გრადუსამდე იქნება. ცალკეულ დღეებში დღისით ტემპერატურა შესაძლოა +22-დან +25 გრადუსამდე გაიზარდოს. რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რეგიონებს, მთაში საშუალო ტემპერატურა +9-დან +10 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში კი +4-დან +5 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა მთიან რაიონებში შესაძლოა მინუსებშიც გადავიდეს. ნალექების რაოდენობა ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. შედარებით მეტი ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნოემბრის მეორე ნახევარში ღამის ტემპერატურის კლების ტენდენცია უფრო შესამჩნევი გახდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რეგიონებში.  

სიახლე 04.11.2026

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 5 ნოემბრისთვის უცხოური ვალუტების კურსი ლართან მიმართებაში

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 5 ნოემბრისთვის უცხოური ვალუტების კურსი ლართან მიმართებაში შემდეგია: 1 აშშ დოლარი (USD) – 2.5970 ₾ 1 ევრო (EUR) 1 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი (GBP) [1, 2]