მთავარი / ახალი ამბები 2 წთ კითხვა

"შვილს თვალებში ვუყურებ და გული მიკვდება, რომ მის გადასარჩენად მხოლოდ ჩემი სიყვარული საკმარისი არ არის" - 4 წლის ნატალის საზოგადოების დახმარება სჭირდება

Goneba.cc რედაქცია

23.10.2026

"შვილს თვალებში ვუყურებ და გული მიკვდება, რომ მის გადასარჩენად მხოლოდ ჩემი სიყვარული საკმარისი არ არის" - 4 წლის ნატალის საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 წლის ნა­ტა­ლი ქა­რე­ლიშ­ვი­ლი 2024 წლი­დან ებ­რძვის მძი­მე დი­აგ­ნოზს - ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნეს ნე­ი­რობ­ლას­ტო­მას.

მან თურ­ქეთ­ში, "აჯი­ბა­დე­მის“ კლი­ნი­კა­ში ქი­მიო და სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის მძი­მე კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა და მას შემ­დეგ ყო­ველ 3 თვე­ში ერთხელ გა­დი­ო­და კონ­ტროლს.

ახლა აღ­მოჩ­ნდა, რომ სიმ­სივ­ნე 25%-ით გა­ი­ზარ­და. ოპე­რა­ცია ამ ეტაპ­ზე ვერ ტარ­დე­ბა - სას­წრა­ფოდ სა­ჭი­როა ბი­ოფ­სია და ისევ ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა.

 

მხო­ლოდ ბი­ოფ­სი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ჭი­როა 15 000$-ის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ და­ა­ვა­დე­ბას დრო არ აქვს, თან­ხის არ­ქო­ნის გამო კი ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დეს.

"ჩემი პა­ტა­რა გო­გოს სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა! ​მე­გო­ნა, ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბი უკვე უკან და­ვი­ტო­ვეთ, მაგ­რამ პა­სუ­ხე­ბი მო­ვი­და და სამ­ყა­რო თავ­ზე ჩა­მო­მენგრა...​ ნა­ტა­ლის სიმ­სივ­ნე 25%-ით არის გაზ­რდი­ლი...​ იმ წუ­თას თით­ქოს გული გა­მი­ჩერ­და, ჰა­ე­რი აღარ მყოფ­ნი­და, ძა­ლაც დავ­კარ­გე და გო­ნე­ბაც. არ მინ­დო­და და­ჯე­რე­ბა, რომ ეს სა­ში­ნე­ლი კოშ­მა­რი ისევ თა­ვი­დან იწყე­ბა... ისევ ბი­ოფ­სია, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ე­ბი, ისევ უცხო ქვეყ­ნის ცივ კედ­ლებ­ში, სახ­ლი­დან შორს ყოფ­ნა...​და ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად - ისევ ეს გა­უ­საძ­ლი­სი, და­მან­გრე­ვე­ლი ფი­ნან­სუ­რი უმ­წე­ო­ბა. შვილს თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ და გული მიკ­ვდე­ბა, რომ მის გა­და­სარ­ჩე­ნად მხო­ლოდ ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი საკ­მა­რი­სი არ არის...​

გეხ­ვე­წე­ბით, მუხ­ლმოდ­რე­კი­ლი გე­ვედ­რე­ბით თი­თო­ე­ულ თქვენ­განს - ნაც­ნობს თუ უც­ნობს, ვი­საც გულ­ში ოდ­ნავ მა­ინც გი­ფეთ­ქავთ თა­ნაგ­რძნო­ბა ​არ დამ­ტო­ვოთ ამ სა­ში­ნელ ბრძო­ლა­ში მარ­ტო. და­მეხ­მა­რეთ, რომ ჩემს პა­ტა­რას სი­ცო­ცხლე შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნო", - წერს გო­გო­ნას დედა.

GE10LB0711118494340000

GE71BG0000000712468800

GE66TB7484745064300128

 

მიმ­ღე­ბი: დედა სოფო ხვე­დი­აშ­ვი­ლი

გალერეა