მთავარი / ახალი ამბები 1 წთ კითხვა

მედია: საფრანგეთში, იველინის დეპარტამენტში უცნობმა მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა — სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა

Goneba.cc რედაქცია

23.10.2026

მედია: საფრანგეთში, იველინის დეპარტამენტში უცნობმა მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა — სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა

საფრანგეთში, იველინის დეპარტამენტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რომელსაც რამდენიმე წყარო ადასტურებს, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.

ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:30 საათზე ეჭვმიტანილმა ავტომობილიდან ცეცხლი ჯერ ქალაქ ტრაპში, შემდეგ კი კომუნა ლა ვერიერში გახსნა. ის მოგვიანებით კომუნა კუანიერში დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს.