მთავარი / ახალი ამბები 1 წთ კითხვა

იმედი L და Travelity ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ბიზნესის მართვის ახალ შესაძლებლობებს გააცნობენ

Goneba.cc რედაქცია

22.10.2026

იმედი L და Travelity ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ბიზნესის მართვის ახალ შესაძლებლობებს გააცნობენ
იმე­დი L პარტნი­ო­რი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი ციფ­რუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გაც­ნო­ბას გა­ნაგ­რძობს. ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბის სე­რი­ის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან ტექ­ნო­ლო­გი­ურ გა­და­წყვე­ტებს, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის ყო­ველ­დღი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვას ამარ­ტი­ვებს და სა­მუ­შაო დრო­ის უფრო ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. 27 ოქ­ტომ­ბერს, 16:00 სა­ათ­ზე, Travelity-ის გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ებს ციფ­რულ პლატ­ფორ­მას გა­აც­ნობს, რო­მე­ლიც ტუ­რო­პე­რა­ტო­რებს, ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებ­სა და DMC კომ­პა­ნი­ებს ტუ­რე­ბის, სა­მოგ­ზა­უ­რო პა­კე­ტე­ბი­სა და ჯავ­შნე­ბის ერთ სივ­რცე­ში მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. პლატ­ფორ­მა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს და ამარ­ტი­ვებს ტრანსფე­რე­ბის, გან­თავ­სე­ბე­ბის, გი­დე­ბი­სა და მძღო­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას. პლატ­ფორ­მა­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ასის­ტენ­ტი კი მოგ­ზა­უ­რებს შე­სა­ფე­რი­სი მარ­შრუ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და ჯავ­შნის გა­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში ეხ­მა­რე­ბა. „იმე­დი L-ის გუნ­დის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პარტნი­ო­რებს არა მხო­ლოდ სა­და­ზღვე­ვო მომ­სა­ხუ­რე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ, ასე­ვე ხელი შე­ვუ­წყოთ თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის და­ნერგვა­შიც. გვჯე­რა, რომ ამ­გვა­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებს ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის კი­დევ უფრო ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა“ - აცხა­დე­ბენ იმე­დი L-ში. ვე­ბი­ნა­რი „რო­გორ გა­ვა­მარ­ტი­ვოთ ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის მარ­თვა?“ ინ­გლი­სურ ენა­ზე, Google Meet-ის პლატ­ფორ­მა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. იმე­დი L-ის პარტნი­ო­რი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს რე­გის­ტრა­ცია შე­უძ­ლი­ათ ბმულ­ზე: imedil.info/imediL-webinar. იმე­დი L ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რას მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს და პარტნი­ო­რებს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­აც­ნობს.